მომღერალი თინა ჯამბურია იმ ადამისნებს მიმართავს, ვინც ბოლო პერიოდში მისი და მისი მეგობრების წინააღმდეგ მიუღებელი მეთოდებით იბრძვის და ამისა მიზეზი პოლიტიკური შეხედულებებია.
"განსხვავებული აზრის გამო, თქვენ მეძახით რუსეთუმეს! არასოდეს, არც ერთ დროში, მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა არც ერთი ჩემი მეგობრისთვის, კოლეგისთვის, ნაცნობისთვის განსხვავებული აზრის გამო! თქვენ ფიქრობთ, რომ დამცირებაა ჩემი წონა, რომელშიც ჩემი სული ცხოვრობს?! ტყუილად იხარჯებით, უშვებთ ამდენ ნეგატივს, სიბოროტეს ჩემ მიმართ, მე ბედნიერი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით, არავის ფიზიკური მონაცემი არ მაწუხებს და არავის ამის გამო შეურაცხყოფას არ ვაყენებ.
ძალიან მწყინს, მაგრამ თქვენ ნამდვილად გაქვთ იმის ძალა, ადამიანს უბიძგოთ გაბოროტებისკენ, მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულია თქვენი პოლიტიკური შეხედულებები. არ ვაპირებ ავყვე არც ერთ
პროვოკაციას, არ ვაპირებ თქვენთან საქმის დაჭერას თავის მართლების რეჟიმში! მიყვარს ჩემი სამშობლო!" - წერს მომღერალი.