„იმედისა“ და „მაესტროს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანიების თანამშრომლებს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა

„იმედისა“ და „მაესტროს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანიების თანამშრომლებს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა

„იმედისა“ და „მაესტროს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანიების თანამშრომლებს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა. დოკუმენტი უკვე გავრცელდა და ის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. რუხაძე ჟურნალსიტებს, წამყვანებს და სხვა პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომლებს განუმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ტელეკომპანია საგანგებო რეჟიმზე გადადის.

"მოგეხსენებათ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს განსაკუთრებული პოლარიზაციის პირობებში.  ამ დროს მედია ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა, რომ პოლიტიკური ძალების მიერ გამოწვეულ საზოგადოების ვნებათაღელვას უპასუხონ პროფესიონალიზმით და მოვლენების მშვიდი და დაბალანსებული გაშუქებით.  ამას ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენი ტელევიზიები.

სამწუხაროდ, ჩვენმა მთავარმა კონკურენტმა, „რუსთვი-2“-მა აირჩია დიამეტრალურად განსხვავებული გზა.  მან გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი ხერხით უნდა დაემარცხებინა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი.  ამ მიზნით, მან წამოიწყო დეზინფორმაციის მასშტაბური კომპანია, რათა ამომრჩევლისთვის შეეთავაზებინა მოდელირებული რეალობა და ამ ცრუ რეალობის დახმარებით გაეზარდა მის მიერ ამორჩეული კანდიდატის მხარდაჭერა თავის მაყურებელში.

ძალიან გთხოვთ თითოეულ თქვენგანს არ დაიშუროთ ძალ-ღონე ამ ერთი თვის განმავლობაში.  ჩვენს ტელევიზიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია და გააკეთონ თავიანთი არჩევანი ასეთი ინფორმაციის საფუძველზე. ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გაითავისოს ეს ტვირთი.“ - ნათქვამია  ირაკლი რუხაძის განცხადებაში.