ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს :
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration George Chogovadze ბატონო გიორგი, ახლა ვუყურე თქვენს გამოსვლას, სადაც ამბობთ, რომ აპირებთ ეარბნგზე და ბუქინგზე ვინც ბინებს აქირავებს რეგულაციები დაუწესოთ, რადგან უფრო დიდი ზომის სასტუმროებს ფასებით ჩვენ, ანუ ვინც პატარა ბინებს ვფლობთ, “საქმეს ვუფუჭებთ” და მოგყავთ რატომღაც სხვა ქვეყნების მაგალითი! ჯერ იმ სხვა ქვეყნების ეკონომიკას გადახედეთ, მერე ჩვენსას! მე, როგორც მარტოხელა დედა, რომელიც ტყავიდან ვძვრები, რომ ჩემს შვილს ნორმალური პირობები შევუქმნა, კატეგორიულად გაფრთხილებთ, არ დაგაშვებინენთ აქ მსხვილი ბიზნესების ლობირებას ჩვენი გასრესვის ხარჯზე!!! და ასეთი გაწყობა აქვს უამრავ ადამიანს, ვინც ჩემსავით წვალობს ელემენტარული შემოსავლის მისაღებად, დამძიმებული კრედიტებით და ვალდებულებებით!!!