"ჩვენი კვლევებით სალომე ზურაბიშვლი პირველ ტურში იგებს, ენმ-ს რევოლუციური სცენარი ჩაუვარდა"

"ნაცოონალურ მოძრაობას რევოლუციური სცენარი ჩაუვარდა. ჩვენი შიდა კვლევებით დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს" - ეს განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ მამუკა მინარაძემ გააკეთა.

მამუკა მდინარაძემ, კვლევის მოანცემებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ერთერთმა ორგანიზაციამ ჩაატარა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია აღნიშნულმა ორგანიზაციამ კვლევის რა მეთოდოლოგია გამოიყენა. ასევე არ დაუკონკრეტებია დეპუტატს, რა პერიოდში ჩატარდა კვლევა, რამდნეი პირი გამოიკითხა და რამდენია ცდომილების ზღვარი.

მდინარაძე ამბობს, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად ეგრეთ წოდებული ალოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან, აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას.

მმართველი პარტიის წევრი ამბობს, რომ კვლევის შედეგების თანახმად სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს

ვინაიდან, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, აღნიშნულ კველვასთან დაკავშირებით, არასრული ინფორმაცია მიაწოდა მედიას, "ნიუპოსტი" გთავაზობთ მხოლოდ კომენტარს, რომელიც მან სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა

"საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მხარდაჭერა:

სალომე ზურაბიშვილი - 27%, გრიგოლ ვაშაძე - 10%, დავით ბაქრაძე - 9%, სხვა კანდიდატები - 6%. არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადუწყვეტავს ვის მისცემს ხმას - 48%.

ეგერთ წოდებული ალოკაციის მეთოდით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები.

სალომე ზურაბიშვილი - 53%, გრიგოლ ვაშაძე - 19%, დავით ბაქრაძე - 17%, სხვა კანდიდატები - 11%,

გვინდა გამოვეხმაუროთ ენმ-ს მიერ დაანონსებული აქციების გაუქმებას და მათ მიერ პროვოკაციებზე აგებულ საარჩევნო კამპანიას. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ენმ-ს სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს. მათ ყოველდღიურად უვარდებათ რევოლუციური სცენარები და ამიტომ აუქმებენ დაანონსებულ აქციებს,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.