"ოცნებამ" შიდა კვლევა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის კომპანიას დაუკვეთა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის სათაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგის შესახებ მომზადებული პარტიის შიდა კვლევის შედეგებზე ისაუბრა.
ჟურნალისტების არაერთი თხოვნის მიუხედავად, მდინარაძეს დღეს არ დაუსახელებია რა პერიოდში ჩატარდა კვლევა, როგორია მისი მეთოდოლოგია და რამდენია ცდომილების ზღვარი. 

ითქვა მხოლოდ ის, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ სოციოლოგიური კვლევა "ფსიქოპროექტს" დაუკვეთა. 

საინტერესოა, რომ "ფსიქოპროექტს"-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. ბიგვავა ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველია.