„არანაირი კვლევა

„არანაირი კვლევა "ქართულ ოცნებას" არ ჩაუტარებია. ეს ძალიან ჰგავს ნიკა გვარამიას ოცნებას"

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, სოციალოგიური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხვაში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ლიდერობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული კვლევა "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა და მას „ფანტაზიას“ უწოდებს.

„ეს ყველაფერი არის ფანტაზია კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა და მისი მესვეურების, რომ სასურველი გაასაღონ სინამდვილედ. არჩევნების ნოყიერ ნიადაგზე, ცხადია, კვლევები ტარდება, კონკრეტულად როგორი კვლევა იქნება საჭირო იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება მიიღოს ან რა კრიტერიუმები იქნება ამოსავალი წერტილი, ამ ყველაფერზე 2018 წლის 8 სექტემბერს მიიღება გადაწყვეტილება და საზოგადოებას ეცნობება,“ -  განაცხადა მათიკაშვილმა.