მამუკა ბახტაძე: მაკკეინი საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მხურვალე მხარდამჭერი იყო

მამუკა ბახტაძე: მაკკეინი საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მხურვალე მხარდამჭერი იყო

საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჯონ მაკკეინი საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მხურვალე მხარდამჭერი იყო. ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის დანატოვარი მთელ მსოფლიოში ცოცხლობს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ახლა მის ოჯახთან არის“, – წერს მამუკა ბახტაძე Twitter-ში.