იემენის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ალ ქაიდას“ ლიდერი მოკლეს

იემენის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ალ ქაიდას“ ლიდერი მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება "ალ ქაიდას" ლიდერი გალიბ ალ-ზაიდი მოკლულია, - ამის შესახებ იემენის ხელისუფლება ავრცელებს.

იემენის ხელისიფულების ცნობით, ალიბ ალ-ზაიდი ერთი კვირის წინ ქალაქ მარიბში, ხუსიტებთან ბრძოლის დროს მოკლეს. New York Post-ის ცნობით, "ალ ქაიდას" ლიდერი და ათობის მებროლი, მმართველი ძალის მხარეს იბრძოდნენ.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობის ისლამისტურმა ანტიტერორისტულმა კოალიციამ, რომელიც ამ ბრძოლაში საჰაერო იერიშებს ახორციელებდა, ოფიციალური განცხადება არ გააკეთა. 

გალიბ ალ-ზაიდი "ალ ქაიდის" ადგილობრივი დაჯგუფების ლიდერი 2015 წელს იყო. ხუსიტებისა (შიიტური მოძრაობა "ანსარ ალაჰ") და გაძევებული სუნიტური პრეზიდენტის მხარდამჭერ ძალებს შორის სამოქალაქო ომი 2014 წლიდან გრძელდება. არაბული კოალიცია პრეზიდენტის ჯარს უჭერს მხარს.