სავალუტო ფონდის სხვადასხვა კვლევა არსებობს და ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელზე კვლევაზეა საუბარი

სავალუტო ფონდის სხვადასხვა კვლევა არსებობს და ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელზე კვლევაზეა საუბარი

მე ზუსტად ვერ გეტყვით რომელი კვლევა იგულისხმება, - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებას ეხებოდა, სადაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს. 

„მე ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი კვლევა იგულისხმება, მაგრამ მინდა გითხრათ ზოგადი პასუხი. მე საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვმუშაობდი 15 წლის განმავლობაში, თავად ვწერდი ასეთ ანგარიშებს და ჩემი მიდგომა იყო ყოველთვის, რომ ქვეყნის შეფასების ანგარიშები ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომელ კვლევაზეა საუბარი. 

სხვადასხვა კვლევა და დოკუმენტი არსებობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელ ანგარიშზეა საუბარი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამიმალეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა, რომელიც გუნდთან შეხვედრაზე კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის მიმართ დაისვა.