მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ივანიშვილის რესურსის გამოუყენებლობა იქნება

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ივანიშვილის რესურსის გამოუყენებლობა იქნება

ბიძინა ივანიშვილის რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება მმართველი გუნდისთვის და ეს აისახება არა მხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ ქვეყანაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის კომენტარის შემდე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში დაინახა, რომ მმართველი თავად არის. დეპუტატის შეფასებით, ძალიან ტენდენციური უნდა იყო, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ეს დაგენახა. 

“ძალიან ტენდენციური უნდა იყო გუშინდელი ინტერვიუს მომსმენი ადამიანი, რომ დაინახო ის, რაც არავის უთქვამს. რეალურად, ბატონი ბიძინა არის პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, პარტიულ ფორმატში ის ერევა გადაწყვეტილების მიღებაში და არა იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეუძლია პარტიის ხელმძღვანელს. მისი როლი ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მმართველი გუნდისთვის და ეს აისახება რა ამხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ ქვეყანაზე. მისი ყოველმხრივი რესურსი უნდა გამოიყენოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე სახელმწიფომ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.