პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 25 ივლისს, 20:00 საათზე, აღმაშენებლის N111-ში გაიმართება თბილისური ეზო - „იას უთხარით“.
ღონისძიებაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან მუსიკოსი და კომპოზიტორი გოგი ძოძუაშვილი და მსახიობი მზია არაბული. ექსპერიმენტული პროექტი ელექტრონული მუსიკისა და ხევსურული სიმღერის სინთეზს წარმოადგენს.
ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია Artarea-ს მიერ, თბილისის მერიის პლატფორმის - „თბილისის ცის ქვეშ“ ზაფხულის სეზონის დაასრულებს.