სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ხვდება ადამიანების ხელში, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებული ინიციატივის შეფასებისას განაცხადა. აბესაძე ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობაში პარლამენტის ნდობის ჯგუფიც ჩაერთოს.
„მილიონობით ლარი ხვდება ადამიანების ხელში, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ და რომლებმაც ეს თანხა შესაძლებელია კვლავ გამოიყენონ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის და შს მინისტრებმა პარლამენტში. საიდუმლო ნაწილზე აუცილებელია ნდობის ჯგუფში მსჯელობაც“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.