პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა და მათ მისაღებ გამოცდებზე კარგი ნიშნების მიღება უსურვა. 

„ჩვენ ვულოცავთ აბიტურიენტებს, რომლებიც ხვალ გამოცდებს აბარებენ. ღმერთმა დაგლოცოთ. კარგი ნიშნები დაგეწეროთ“, - ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ.

სამებაში დღეს აბიტურიენტები იყვნენ შეკრებილი.