საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

აქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქუთაისში იყო და მისმა სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგები 2-ჯერ განმეორდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას ქუთაისში რაიმე დაზიანება არ მოყოლია. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არც გამოძახება დაფიქსირებულა.