ანრი ოხანაშვილი დავით ჭიჭინაძის პოზიციას თეა წულუკიანის მიერ იუსტიციის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ, არ იზიარებს

ანრი ოხანაშვილი დავით ჭიჭინაძის პოზიციას თეა წულუკიანის მიერ იუსტიციის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ, არ იზიარებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ იზიარებს თანაგუნდელის დავით ჭიჭინაძის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის პოსტი უნდა დატოვოს.

„მე არ ვეთანხმები ბატონ დავით ჭიჭინაძეს. ამაზე გვექნება გუნდში მსჯელობა, თუ ის საჭიროდ ჩათვლის. გუნდში კონკრეტულად არ გვიმსჯელია, ვინ უნდა გადადგეს და ვინ - არა. პერსონებზე საუბარი არ ყოფილა. გუნდის შიგნით მსჯელობა წარიმართა მთავრობის კონცეფციაზე - თუ როგორი უნდა იყოს მოქნილი და ეფექტური მთავრობის საკითხი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, შევთანხმდით, რომ ამის შესახებ უშუალოდ მამუკა ბახტაძე ისაუბრებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.