თევდორე მღვდლის10 ნომერში მცხოვრები: იყო ჩანაცვლების პროგრამაზე საუბარი მაგრამ სრულად არ იყო მოსახლეობა თანახმა. ასე, რომ ეს პროგრამა ვერ განხორციელდა სამწუხაროდ

თევდორე მღვდლის10 ნომერში მცხოვრები: იყო ჩანაცვლების პროგრამაზე საუბარი მაგრამ სრულად არ იყო მოსახლეობა თანახმა. ასე, რომ ეს პროგრამა ვერ განხორციელდა სამწუხაროდ

იყო ჩანაცვლების პროგრამაზე საუბარი მაგრამ სრულად არ იყო მოსახლეობა თანახმა. ასე, რომ ეს პროგრამა ვერ განხორციელდა სამწუხაროდ, - განაცხადა თევროდე მღვდლის ქუჩის 10 ნომერში მცხოვრებმა.

მისი თქმით, შენობა ავარიულია და ამ ეტაპზე საკუთარ ბინაში შესვლას და ნივთების გამოტანას ვერ ახერხებს.

„ჯერჯერობით ვერ შევდივართ იმიტომ, რომ ჩვენი კორპუსი ძალიან ავარიულია. ეს უკვე გამგეობაში გაირკვევა რა იქნება და როგორ“, - განაცხადა მან.

როგორც საკრებულოში დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა განაცხადა, თევდორე მღვდლის10 ნომერში ექსპერტები მუშაობას განაგრძობენ. მათი დასკვნის საფუძველზე გადაწყდება საცხოვრებელი სახლის მომავალი.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 14 ივლისს ჩამოინგრა. მომხდარი ნგრევის შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებში განათავსეს.

მარბიელი ერთია მოსახლეობის გასახლება და მეორე, როცა საფრთხემ იმსხვერპლა არა იქ მოსახლენი, არამედ გარემოვაჭრე და გამვლელი - ხომ შეიძლებოდა ავარიული სახლის წინ გავლა და მუშაობა აეკრძალათ, ან ხის გადახურული გასასვლელები მოეწყოთ ტროტუარზე, როგორც ეს ბევრგანაა?
3 საათის უკან