არის კითხვები, რომლებზეც პასუხები მოზარდების მკვლელობის საქმის მასალებიდან არ ჩანს და ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ ეს პასუხები შსს-დან და პროკურატურიდან

არის კითხვები, რომლებზეც პასუხები მოზარდების მკვლელობის საქმის მასალებიდან არ ჩანს და ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ ეს პასუხები შსს-დან და პროკურატურიდან

არის კითხვები, რომლებზეც პასუხები საქმის მასალებიდან არ ჩანს და ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ ეს პასუხები შსს-დან და პროკურატურიდან, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა.

“დღეს კომისიაზე დაბარებული არიან შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმეში არიან პირველივე დღიდან. ჩვენ მათთან გვაქვს კითხვები. კითხვები ეხება ძირითადად იმას, თუ როგორ მიმდინარეობდა საქმის გამოძიება. ჩვენ გვაინტერესებს, რა საგამოძიებო მოქმედებები იყო ჩატარებული, რა დროში, როგორ? იმედი გვაქვს, ამ კითხვებზე იქნება დამაკმაყოფილებელი პასუხები, იმიტომ რომ კითხვები არის ბევრი. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ რაღაც კითხვებზე პასუხები საქმის მასალებიდან არ არის და ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ ეს პასუხები შს სამინისტროდან და პროკურატურიდან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძოებო კომისიის სხდომა დღეს განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს გამოკითხავენ.