ცხინვალში, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის „აღიარების“ ათი წლის იუბილეზე პატრიარქ კირილს ელოდებიან

ცხინვალში, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის „აღიარების“ ათი წლის იუბილეზე პატრიარქ კირილს ელოდებიან

რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის „აღიარების“ 10 წლის იუბილეზე მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობამ ცხრა სახელმწიფოს ლიდერი დაპატიჟა. ამის შესახებ „რეს“-ი იუწყება.

ცხინვალში დაპატიჟებულები არიან რუსეთის, ვენესუელას, სირიის, ნიკარაგუის პრეზიდენტები, ასევე აფხაზეთის, ყარაბაღისა და სხვა არაღიარებული რესპუბლიკების დე ფაქტო ლიდერები.

სააგენტო აღნიშნავს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილსაც ელოდებიან.