ეკა ბესელიას მაშინაც კი, როდესაც უმცირესობაშია, სურს უმრავლესობის კანდიდატების დაბლოკვის საშუალება ჰქონდეს

ეკა ბესელიას მაშინაც კი, როდესაც უმცირესობაშია, სურს უმრავლესობის კანდიდატების დაბლოკვის საშუალება ჰქონდეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ და „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ იკამათეს. კამათის მიზეზი კომისიის მიერ კონკრეტული ექსპერტების მოწვევის წესთან დაკავშირებით საკითხი გახდა. 

„კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რა წესით მოხდება ექსპერტების დაქირავება. მესმის, რომ ქალბატონ ეკას მაშინაც კი, როდესაც უმცირესობაშია, სურს, რომ უმრავლესობის კანდიდატების დაბლოკვის საშუალება ჰქონდეს. ჩვენ არ აგყვებით ქალბატონო ეკა. ჩვენ არ გვსურს წესი, სადაც ჩვენ თქვენს კანდიდატურებს დავბლოკავთ. არც კი შევალ დისკუსიაში, რომ ავხსნა როგორებად მიმაჩნია ესა თუ ის ექსპერტი. არა იმიტომ, რომ ამაზე საუბარი არ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ პრინციპულად არასწორად მიმაჩნია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.