არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული

არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული

არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მინისტრობის კანდიდატებსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კონკრეტულ ნაბიჯებზე არ უსაუბრიათ. 

„მთავარი პრობლემა ჩემთვის ამ გამოსვლებში არის ის, რომ არც ერთი სერიოზული თემა, რომელიც დღეს მართლა აწუხებს ხალხს, არ იყო დეტალურად განხილული აქ. არ იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ აპირებთ სიღარიბის დაძლევას. ამბობთ, რომ გვინდა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, როგორ აპირებთ, ამაზე საუბარი არ იყო; სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, პენსიების ზრდა, როგორ აპირებთ და რა კუთხით, ამაზე არ გისაუბრიათ; უმუშევრობის დაძლევა გინდათ, მაგრამ რა კონკრეტული ნაბიჯებით, ამაზე არ ყოფილა საუბარი. არც ერთ დეტალზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.