ზვიად კვაჭანტირაძე:  დღეს ვიკრიბებით მომავლის გეგმებზე სასაუბროდ

ზვიად კვაჭანტირაძე: დღეს ვიკრიბებით მომავლის გეგმებზე სასაუბროდ

"დღეს ვიკრიბებით მომავლის გეგმებზე სასაუბროდ,"- ამის შესაზებ "ქართული ოცნების" წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, პარტიის ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს. 

"დღეს ვიკრიბებით მომავლის გეგმებზე სასაუბროდ, ამაზე მეტს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გეტყვით ერთ რამეს-შესაძლებელია, ვინმემ უფრო მეტი იცოდეს ამ წუთისთვის, ვიდრე მე, მაგრამ მე ამაზე მეტი ინფორმაცია არ გამაჩნია,"- განაცხადა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, პირადად იგი ხედავს თუ არა სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას პრემიერ მინისტრის შეცვლის დონეზე, კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ ამაზე კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.