არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვიქნები ბოლომდე - ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა თავად მაიძულეს ეს ნაბიჯი გადამედგა, პირადად გახარიამ

არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვიქნები ბოლომდე - ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა თავად მაიძულეს ეს ნაბიჯი გადამედგა, პირადად გახარიამ

ყოფილი პოლიციელი არასდროს მიაყენებს პოლიციელს შეურაცხყოფას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, რითაც ზვიად კუპრავას დაკავებას გამოეხმაურა.

"მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და არასდროს მივაყენებ ფორმიანს შეურაცხყოფას რაც არ უნდა მოხდეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

რაც შეეხება კარვების გადატანას გზის სავალ ნაწილზე, ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ კარვების საავტომობილო გზაზე გადატანა იმის გამო მოხდა, რომ სამართალდამცველებმა გახადეს იძულებული. 

"რაც შეეხება კარვების აღებას, არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან არის, რომ თითქოს კარვების აღებას აპირებს ვინმე. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალით თუ დააპირებენ რამეს, მოვიდნენ, პრობლემა არ არის, აქ ვიქნები ბოლომდე. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა თავად მაიძულეს ეს ნაბიჯი გადამედგა, პირადად გიორგი გახარიამ. ესენი ცდილობენ ამ საქმის სხვანაირად შეფუთვას", - განაცხადა სარალიძემ. 

ზაზა სარალიძემ მოსახლეობას დღეს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.