პარლამენტთან აქცია ერთი საათით გადაიდო

პარლამენტთან აქცია ერთი საათით გადაიდო

პარლამენტთან დაგეგმილი აქცია ერთი საათით გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი რეგიონებიდან დაძრული კოლონების დაგვიანებაა. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორთა ნაწილმა განუცხადა, აქციაზე სულ მცირე 25 000 ადამიანს ელოდებიან, რომელთა უმეტესობაც სწორედ რეგიონებიდანაა და ამის გამო მიიღეს აქციის ერთი საათით გადადების გადაწყვეტილება. 

აღნიშნულის მიუხედავად, პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში უკვე იკრიბებიან მოქალაქეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება პარლამენტის ეზოში, ჩიტაძის ქუჩაზე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.