ყველა ბრალდებული, ვისაც კი რამე სახის შემხებლობა გააჩნია ხორავას ქუჩის საქმესთან, შესაბამისად დაისჯება, –ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს.
„დღევანდელი მოცემულობა იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა მიმართულებით, სახელმწიფო, როგორც საგამოძიებო კომისიის მხრივ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.
შსს-მ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავა.