მირზა სუბელიანის დაკავება ჩემთვის იყო გადმოგდებული საკენკი და ეს იყო ძალიან უმეცარი ნაბიჯი ხელისუფლებისგან თუ ძალოვანი უწყებისგან, რომ თითქოს ამით მე გავჩერდები, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მირზა სუბელიანის დაკავება მხოლოდ შეუტყობინებლობაზე არის აბსურდი.
„მე საუბარი არ მქონია მხოლოდ მირზა სუბელიანზე. კონკრეტული პირები ჩამოვუთვალე: მიხეილ კალანდია, ამ საქმის პროკურორები, რომლებიც პირდაპირ პასუხისგებაში არიან მისაცემი. მირზა სუბელიანის დაკავება მხოლოდ შეუტყობინებლობაზე ეს არის აბსურდი ჩემთვის. მედიით გავიგე, რომ ვიღაც ექსპერტები და სკოლის დირექტორი ჰყავთ დაკითხვაზე დაბარებული. კარგით რა, ხალხო. საქმის პროკურორებს, რომლებმაც პირდაპირ გააყალბეს საქმე ამ ხალხს არ იბარებენ დაკითხვაზე და რა შუაშია აქ სკოლის დირექტორი? ვის ატყუებენ ამით? საზოგადოების მოტყუება უნდათ, რომ აი, ჩვენ მირზა სუბელიანი დავაკავეთ? აღარ მოსწყინდათ ეს სულელური ქმედებები?“ - განაცხადა სარალიძემ.