ზვიად კუპრავა ზუგდიდში მოსახლეობას ხვდება და კვირას დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც კუპრავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ის უკვე იმყოფებოდა ზუგდიდის ბაზარში და ახლა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებთან შეხვედარს გეგმავს.
„ჩვენ მწირი ფინანსები გვაქვს. ერთი ავტობუსი მაინც რომ დავაყენოთ, ძალიან ბევრია. ამ წუთას ამის შესაძლებლობა არ გაგვჩნია, მაგრამ ჩვენ ველაპარაკებით ბიზნესმენებს და იმ ადამიანებს, რომელებსაც სურთ გარკვეული მონაწილეობა მიიღონ ამ ბრძოლაში. მთელი სამი დღე გავქვს წინ. ამ ადამინების დახმარებით ავტობუსებს დავაყენებთ. მე პირადად არაფერი ფული არ მაქვს, არც ზაზა სარალიძეს აქვს და არც მალხაზ მაჩალიკაშვილს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებს იმისთვის, რომ მოვიძიოთ სახსრები. მე ვიყავი ზუგდიდის ბაზარში, აქ მყოფ ადამიანებს შევხვდი.
ვიყავი ზვიად ლაგვილავას ოჯახში, რომელიც სისტემის მსხვერპლია. ვაპირებ გიგა ოთხოზორიას ოჯახში მისვლას. ეს არ არის მარტო ჩემი, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის პრობლემა. ჩვენ ვიბრძვით ყველასთვის. ყველსთან დავდივარ, ყველაფერს ვინიშნავ. ბაზარში ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ თვითონ ვერ მოვიდოდა აქციაზე და მთხოვა, რომ მისი სახელით გამოვსულიყავი. ეს ბრძოლა ყველასია და ყველას ეხება. რა თქმა უნდა ეს იცის ზაზამ, მას მე შევხვდი, როგორც კი ევროპიდან ჩამოვედი. გვქონდა საკმაოდ ვრცელი საუბარი. რა თქმა უნდა ისიც ფორმირებულია შეხვედრების შესახებ და მისი სახელითაც ვსაუბრობ“, - აღნიშნა ზვიოა კუპრავამ. იგი ხვალ ბათუმში, ხოლო ზეგ ქუთაისში გაემგზავრება.