საქართველოს პარლამენტი: საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, რასაც „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს

საქართველოს პარლამენტი: საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, რასაც „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს

ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომელთა თანახმად: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (როგორც მოგვიანებით დაკონკრეტდა, „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება), - ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს მიმართ „დიფ სთეითის“ უხეში მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. აქვე აღნიშნავენ, რომ საბედნიეროდ, ამგვარი აბსურდული გადაწყვეტილებები ქართველ ხალხში ადეკვატურ რეაქციას იწვევს.

„ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს მიმართ „დიფ სთეითის“ უხეში მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. იმის ნაცვლად, რომ კონგრესი „დიფ სთეითისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებდეს და ახალ ადმინისტრაციას ძველი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, ის, პირიქით, ახალი სანქციების დაწესებასაც კი ითხოვს.

საბედნიეროდ, ამგვარი აბსურდული გადაწყვეტილებები ქართველ ხალხში ადეკვატურ რეაქციას იწვევს. უკვე დიდი ხანია, ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ 6 მტრული რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ, ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს თავის თავს აშშ-ს კონგრესიც. დასანანია, რომ ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად ცნობილმა კონგრესმა, რომელსაც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა - ჯორჯ ვაშინგტონმა, თომას ჯეფერსონმა, ბენჯამინ ფრანკლინმა, ჯეიმს მედისონმა და სხვებმა - ჩაუყარეს საფუძველი, 5 მაისს ქართული საზოგადოების თვალში ესოდენ მძიმედ შელახა საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს უარს მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს აშშ-ს კონგრესთან ყველა იმ საკითხზე, რომელმაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება შეიძლება უზრუნველყოს.

„ჩვენი შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ უხეშ და უსამართლო დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტს ერთადერთი რამ შეიძლება განაპირობებდეს - საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების ლიდერებთან კონკრეტულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, რასაც „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“, რის შედეგადაც აშშ-ს კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებას და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობის საფუძველზე ჰქონდა შექმნილი.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს აშშ-ს კონგრესთან ყველა იმ საკითხზე, რომელმაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება შეიძლება უზრუნველყოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.