ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა

ღრმად მწამს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია კონკრეტული გამომძიებლებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი ასეთი საკითხი გამოიკვეთება, მას შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა უნდა მოჰყვეს.

„პარლამენტში საკმაოდ მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო პროცესი დაიწყო, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას გულისხმობს. კომისია აპირებს ძალიან აქტიურად ჩაერთოს ამ კონკრეტულ საქმეში, ნახოს შესაბამისი დოკუმენტაცია, გაეცნოს ყველა მტკიცებულებას და გამოკითხოს ყველა მოწმე. პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც გამოძიების ეტაპზე დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბების კუთხით იძიებს საქმეს. თავის მხრივ გამოძიებას აწარმოებს სახალხო დამცველი და აქტიურად არის ჩართული პრემიერ-მინისტრი. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას, რომელიც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით არსებობს, პასუხი გაეცემა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.