ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატი - რუსეთი და სამხრეთ ოსეთი შეშფოთებულები არიან ამიერკავკასიაში ნატო-ს დესტრუქტიული როლით

ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატი - რუსეთი და სამხრეთ ოსეთი შეშფოთებულები არიან ამიერკავკასიაში ნატო-ს დესტრუქტიული როლით

რუსეთი და სამხრეთ ოსეთი შეშფოთებულები არიან ამიერკავკასიაში ნატო-ს დესტრუქტიული როლით, - ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის აპარატი იუწყება.

მურატ ჯიოევისა და ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციის წევრის მაქსიმ ლიტვინოვის შეხვედრაზე, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მოსამზადებლად გაიმართა, მხარეებმა რეგიონში ნატო-ს როლს გაუსვეს ხაზი.

„საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ზრდადი მასშტაბები უშუალოდ ემუქრება მეზობელი ქვეყნების მოსახლეობას, ხოლო ამ წვრთნების მიზანი მიუთითებს თბილისის ჭეშმარიტ, რევანშისტულ მისწრაფებებზე“, - ნათქვამია მურატ ჯიოევის აპარატის განცხადებაში.