საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ

საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ

საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილმა მინისტრმა მიხალ ბონიმ განაცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარე ფორუმში EuroDIG 2018 მონაწილეობს.

„როცა ევროპარლამენტში ჩვენ განვიხილავთ ევროპის მომავალსა და ციფრულ ევროპას, შესაძლებლობა გვექნება იმაზეც ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, თუ არ გვინდა, რომ ის მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩეს“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

მიხალ ბონის აზრით, ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც ევროპარლამენტში უნდა იქნას განხილული საქართველოს ციფრული განვითარების დახმარების კუთხით, ასევე გამოყენებულ იქნას მხარდაჭერის არსებული მექანიზმები. 

„ჩვენ ციფრულ ევროპაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, ეს ასევე გვაძლევს შესაძლებლობას ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ვითარებაა საქართველოში ამ კუთხით, როგორია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ქსელების ხელმისაწვდომობა და ელექტრონული მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯები. ჩემი აზრით, საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ასევე ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.