რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, პოლიტიკაში რომ არ წასულიყო, ის ადვოკატად იმუშავებდა. ამის შესახებ მან ჩინეთის მედიაკორპორაციისადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ამიტომ, პრინციპში, იურისტად ან ადვოკატად ვიმუშავებდი“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, მუშაობის კიდევ ერთი ალტერნატიული სფერო შესაძლოა დაზვერვა გამხდარიყო.
„მე საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვაშიც ვმუშაობდი, მე ეს პროფესიაც მაქვს“, - აღნიშნა პუტინმა.