მეტროპოლიტენის მემანქანეების ინფორმაციით, მეტროსადგურები დღეს, 14:00 საათიდან განაახლებენ მუშაობას

მეტროპოლიტენის მემანქანეების ინფორმაციით, მეტროსადგურები დღეს, 14:00 საათიდან განაახლებენ მუშაობას

მეტროპოლიტენის მემანქანეების ინფორმაციით, მეტროსადგურები დღეს, 14:00 საათიდან განაახლებენ მუშაობას. შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, ორშაბათიდან ამ დრომდე ყველა მეტროსადგური დაკეტილია. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა. 

მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.