საჭიროა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა, ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ჩავრთოთ საქართველო ამ პროცესში

საჭიროა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა, ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ჩავრთოთ საქართველო ამ პროცესში

საჭიროა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა და ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ ჩავრთოთ საქართველო ამ პროცესში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ევროპარლამენტარმა მიხალ ბონიმ განაცხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც ადგილი აქვს კიბერომს, ჰიბრიდულ ომს და რუსეთი ამას იყენებს ჩვენ წინააღმდეგ სხვადასხვა სფეროებში. საჭიროა თანამშრომლობა ქვეყნებს შორის და ყველა იმ საკითხის განმარტება, რომელიც დეზინფორმაციას ეხება. დღეს ევროკავშირში განვიხილავთ ისეთი პლატფორმის შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გადამოწმება“, - განაცხადა მიხალ ბონიმ.

ევროპარლამენტარის თქმით, „ფეიქ ნიუსები“ ქმნიან დეზინფორმაციას, რაც ხელს უწყობს პროცესების პოპულისტური გზით წარმართვას. 

„საჭიროა ასევე კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა. ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ჩავრთოთ საქართველო ამ პროცესში. უნდა მოხდეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას თანამშრომლობა ქსელებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ევროპულ სააგენტოსთან. უნდა გამოვძებნოთ სამართლებრივი საფუძველი ამგვარი თანამშრომლობისთვის“, - დასძინა მან.