რუსეთი უკრაინას ყირიმს არც ერთ შემთხვევაში არ დაუბრუნებს, - ამის შესახებ ავსტრიულ ტელეკომპანია ORF-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ განთავსდეს ანტისარაკეტო თავდაცვის ახალი კომპლექსები, რომლებიც რუსულ ბირთვულ პოტენციალს შეაჩერებდა“, - განაცხადა პუტინმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოგვარდებოდა თუ არა უკრაინული კონფლიქტი კიევს რომ ნეიტრალიტეტი გამოეცხადებინა და ნატო-ში შესვლაზე უარი ეთქვა, პუტინმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა.
„უკრაინაში ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიური ენით სარგელობას უზღუდავენ. კანონმა, რომელიც უკრაინამ ამ სფეროში მიიღო, კრიტიკა ევროპაშიც დაიმსახურა. ეს სერიოზულად ართულებს უკრაინაში არსებულ ვითარებას“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთმა უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული დაუბრუნოს, პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს.