მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე არ მისულა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე არ მისულა

მას შემდეგ რაც, ზაზა სარალიძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობა დატოვა, ის პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებთან არ მისულა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ზაზა სარალიძე ამ წუთებში სახლში იმყოფება. 

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია. 

რაც შეეეხება პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესებს, პარლამენტთან კვლავ გაშლილია სამი კარავი, სადაც შეკრებილი არიან აქციის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები. ასევე პარლამენტის შენობის წინ იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა ზვიად კუპრავამ, რომელმაც განაცხადა, რომ ის გამოძინებას აპირებს. 

აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, 10 ივნისამდე პარლამენტის წინ კარვები გაშლილი იქნება, სადაც მუდმივად იმორიგევებენ მოქალაქეები, ხოლო თუ 10 ივნისს არ დაკმაყოფილდება ზაზა სარალიძის მოთხოვნები, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები გაგრძელედება.