პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვების შესახებ ირაკლი შოთაძის განცხადება წარედგინა

პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვების შესახებ ირაკლი შოთაძის განცხადება წარედგინა

საქართველოს პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვების შესახებ ირაკლი შოთაძის განცხადება წარედგინა. შოთაძის განცხადება საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის სახელით თეა წულუკიანმა წარადგინა. 

ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს, მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.