ზაზა სარალიძე, ადვოკატთან და სახალხო დამცველთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად შევიდა.
ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე შევიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, ადვოკატთან ერთად.
სარალიძესა და მაჩალიკაშვილს შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა. დღეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ასევე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან აქციების ერთ-ერთი ორგნიზატორი ზვიად კუპრავა და პოლიტიკოსები.