ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამის განცხადებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მყოფმა ორგანიზატორებმა მას ზაზა სარალიძესთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს.
ამის შესახებ დავით დადუნაშვილმა ტელეკომპანია “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
“მე იმიტომ მოვედი აქ, რომ აქციაზე ამის გაჟღერების საშუალება არ მომეცა. ზაზა წამოვიდა, ჩამეხუტა და მზად იყო მოესმინა ჩემთვის, თუ რას ვეტყოდი ან რა თანაგრძნობას გამოვხატავდი მის მიმართ ეს მხოლოდ მისთვის უნდა მეთქვა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. ვიღაცამ იქიდან პროვოკაციული კითხვა დასვა, გაგიჟდა ზაზა, საერთოდ გაითიშა ჩემ მიმართ, იქით გადაერთო კითხვის დამსმელთანდა უთხრა, მაგის გულისთვის მე პროკურატურას შეურაცხყოფა მივაყენეო, მე ვუთხარი მაგას ნუ ლაპარაკობ თქო, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა ჩემ საუბარს , გამობრუნდით და წამოვედით მე, ჩემი მეუღლე და ადვოკატი ფეხით, ტაქსი გავაჩერე ოპერის წინ და ავაცილე სახლში” – განაცხადა დავით დადუნაშვილმა.
მისივე თქმით, სიცრუეა, თითქოს ის სუსის მანქანით მიიყვანეს აქციაზე.
” ჩემი გამოსვლიდან ნახევარ წუთში სუსის აგენტად მომნათლეს.”– განაცხადა დავით დადუნაშვილმა.