ლაშა ნაცვლიშვილი:

ლაშა ნაცვლიშვილი: "სააკაშვილი და "ნაციონალები", რუსთავი 2-ის მხარდაჭერით იწყებენ ვალაუვალი მოქალაქეების აღრიცხვას"

მიხეილ სააკაშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რუსთავი 2-ის საინფორმაციო მხარდაჭერით იწყებენ იმ ვალაუვალი მოქალაქეების აღრიცხვას, რომლებსაც საკუთარი თავის ან ოჯახის წევრების ციხის ჯურღმულებიდან დასახსნელად საცხოვრებელის დაგირავება მოუწიათ და კაბალური პირობებით აღებული სესხები საპროცესო გარიგებისთვის მიუტანეს ადეიშვილ-გვარამიას და რომლებმაც ან უკვე დაკარგეს ეს ქონება, ან დღე-დღეზე დაკარგავენ მას.