ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის

ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის

ნატო მხარს უჭერს ასპირანტი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი მთავრი თემა, რომელსაც ივლისში ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები განიხილავენ.

„ნატო გააგრძელებს საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ერთი-ერთი მთავრი თემაა, რომელსაც ივლისში ბრიუსელში განვიხილავთ. ჩვენ შარშან დავადასტურეთ, რომ ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის, როდესაც მონტენეგრო გახადა ნატო-ს 29-ე წევრი.  მხარს ვუჭერთ სხვა ასპირანტი ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.