პოლონეთი ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს მიღებას მხარს უჭერს

პოლონეთი ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს მიღებას მხარს უჭერს

პოლონეთი მხარს უჭერს ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს მიღებას, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა მარეკ კუხჩინსკიმ განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ალიანსის კარი უნდა გაიღოს ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც ნატო-ს წევრობიდან გამომდინარე ფასეულობებსა და მოვალეობებს იზიარებენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს მიღებას. ამ ქვეყნების ალიანსის მიღმა დატოვება სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს“, - განაცხადა კუხჩინსკიმ.