საქართველომ მილოცვა დუბაიდანაც მიიღო

საქართველომ მილოცვა დუბაიდანაც მიიღო

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიც ულოცავს. გამოცემა The Gulf Today-ს ინფორმაციით, პრეზიდენტ მარგველაშვილს მილოცვის წერილი შეიხ ხალიფა ბინ ზაედ ალ ნაჰაიანმა გამოუგზავნა, რომელიც გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი, აბუ დაბის ემირი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე ვიცეპრეზიდენტმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმიმ და მემკვირდე პრინცმა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანიმაც მიულოცეს.

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.