გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს მადლობა გადაუხადა

გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს საქართველოსათვის დახმარების პროცესში მისი პირადი წვლილისთვის მადლობას უხდის.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც ევროკავშირთან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ევროკავშირის დახმარებებზე ისაუბრა.
„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების პროცესში და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირადად ჟან-კლოდ იუნკერს მისი პირადი წვლილისთვის საქართველოსათვის დახმარების პროცესში. ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. დღეს საქართველოს გააჩნია ასოცირების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეფორმების დღის წესრიგი. ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე გადაადგილდებიან შენგენის სივრცეში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ევროკავშირის როლი მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესში. ევროკავშირი გახლავთ ჟენევის ფორმატის უმთავრესი მონაწილე მხარე და საქართველო ძალიან მადლიერია ევროკავშირის თანმიმდევრული პოზიციისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის და აღიარების მიმართულებით. მინდა ძალიან გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების სახელით ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.