გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ჩვენ გვაქვს გამოწვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ჩვენ გვაქვს გამოწვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში

ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ჩვენ გვაქვს გამოწვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ, ძალიან სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ დგამს ნაბიჯს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მრგვალი მაგიდის - „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავლის ასწლეულის სტრატეგია“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად პროვოკაციებისა, საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერით, რასაც საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლება ძალიან აფასებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ მტკიცე პოზიციით და ერთიანი ძალისხმევით, თანმიმდევრული მიდგომით, ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და რა თქმა უნდა, ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური კეთილდღეობის დღითიდღე მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ინტენსიურად ვახორციელებთ არა ერთი მიმართულებით. ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევების, ტერორიზმის, რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ასეთი გამოწვევების დამარცხება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.