ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ექსპორტზე გასატან რეფორმებს შორის ერთი-ერთი პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმა დაასახელა

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ექსპორტზე გასატან რეფორმებს შორის ერთი-ერთი პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმა დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რაც არის კიდევ ერთი დასტური - ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის. 

მისივე თქმით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეკომენდაციის სახით გამოყო ის სფეროები, რომელთა გატანაც, მისი მოსაზრებით, შესაძლებელია „ექსპორტზე“, მათ შორის ერთ-ერთი არის პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის. ამ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა პრემიერმა.