კრედის სესხები 18 წლიდან იმ ახალგაზრდებისთვისაა, ვისაც თანხა სჭირდება, თუმცა შესაბამისი რესურსი არ გააჩნია. მომსახურებით სარგებლობა საქართველოში მცხოვრებ, ქვეყნის ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც დადებითი საკრედიტო ისტორია აქვს. საქართველოს საბანკო ბაზარზე უამრავი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ბანკია, რომლებიც მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობენ.
არსებობს რეგულაციები, რომელიც ყველა კომპანიისათვის საერთოა და რა თქმა უნდა საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. თუმცა არსებობს შიდა სტანდარტები და ეს თითოეულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა თუ ბანკს თავად აქვს შემუშავებული. ინდივიდუალურია სესხის გაცემის პროცენტული მაჩვენებელი, დაფარვის დრო და სესხის გაცემის ასაკობრივი ზღვარიც. არიან რიგი საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სესხს 20 წლის ქვემოთ არ გაცემენ, თუმცა ქვეყნის ბაზარზე არსებობს ისეთი კომპანიები სადაც სესხის აღება 18 წლიდან ხდება.
საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე საბანკო მომსახურების მიღება არასრულწლოვნებს არ შეუძლიათ ანუ სესხები 18 წლამდე არ გაიცემა. როგორ მივიღოთ სწრაფი სესხები 18 წლიდან? კითხვაზე პასუხი მარტივია. ამისათვის იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საიტზე დარეგისტრირება მოგიწევთ, რომელი კომპანიის სერვისით სარგებლობაც გსურთ. სესხს მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსებიდან დაახლოებით თხუთმეტ წუთში მიიღებთ.
ონლაინ სესხის გარდა, შეგიძლიათ გრძელვადიანი ანუ სამომხმარებლო სესხითაც ისარგებლოთ. ეს მომსახურება იმ პირებისთვისაა, რომლებიც არ არიან დარწმუნებულნი რომ კრედიტს მცირე დროში დაფარავენ. სტუდენტებს საშუალება აქვთ თანხა სესხის სახით აიღონ და სწავლის გადასახადი დაფარონ ან თუნდაც საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ. სამომხმარებლო სესხის სარგებლობისას მომხმარებელს კრედიტ ოფიცერი არ ეკითხება თანხის მიზნობრიობას, ამიტომ მსესხებელი ამ კუთხით არაა შეზღუდული.
როგორც ონლაინ სესხით სარგებლობისას, გრძელვადიანი სესხის შემთხვევაშიც იგივე პროცედურების გავლაა საჭირო. გადიხართ ონლაინ რეგისტრაციას, ავსებთ სააპლიკაციო ფორმას, შეგყავთ სპეციალურ ველში-სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და საბანკო ანგარიშის ნომერი, სადაც გსურთ რომ თანხა დაგერიცხოთ.
კრედიტ ოფიცერი გადაამოწმებს მონაცემებს, გადახედავს თქვენს საკრედიტო ისტორიას და თუკი არანაირი პრობლემა არ არის, მაშინ თანხა სესხის სახით გაიცემა. გრძელვადიანი სესხის დამტკიცებაც სულ რაღაც 15 წუთში ხდება.
მცირე ასაკის მიუხედავად, გარკვეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თვლიან, რომ 18 წლის ახალგაზრდას აქვს იმისი უნარი რომ სესხი აიღოს და წარამატებით დაფაროს. თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ:
სესხის მიზნობირობა-უნდა დაფიქრდეთ ღირს თუ არა სწრაფი ან გრძელვადიანი სესხით სარგებლობა? რეალურად გჭირდებათ თანხა?
უნდა დაფიქრდეთ, თუკი დამატებითი ფულადი ხარჯები დაგეკისრებათ, შეძლებთ თვის ბოლოს, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველთვიური თანხის შეტანას?
ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში თქვენს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კრედიტის დაფარვაში დაგეხმარებიან?
აუცილებელია, რომ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი მიზნობრივად გაწეროთ და მომსახურებით მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლოთ.
იმ შემთხვევაში თუ სარეკლამო ბანერების სიმრავლემ და შემოთავაზებებმა დაგაბნიათ და არჩევანს ვერ აკეთებთ, სესხის აღებაში credy.ge დაგეხმარებათ. საიტზე თქვენ შეგიძლიათ ყველა ის კომპანია ნახოთ, რომელიც სწრაფ ან გრძელვადიან სესხებს გაცემს. საშუალება გაქვთ თითოეული კომპანიის საპროცენტო განაკვეთი შეადაროთ და თქვენს სურვილზე მორგებული სესხი აიღოთ.