მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს საკუთარებაში გადმოეცემა, - ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 24 მაისს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის გამართულ მორიგ შეხვედრას ეხება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარის შუამავლობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, მოსკოვში მდებარე საქართველოს საელჩოს შენობის ყოფილი (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოცემის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული.