საქართველოს დღეს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. დღესვე, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შეხვედრის შემდეგ კი ლიტვის და საქართველოს პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დალია გრიბაუსკაიტე ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, გმირთა მემორიალს შეამკობს გვირგვინით.
ლიტვის პრეზიდენტი 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღინისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.