აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
ასევე, მაიკ პენსი საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.
„დღეს ჩვენს სახლში ვუმასპინძლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ვულოცავ საქართველოს რესპუბლიკას დამოუკიდებლობის 100 წლისთავს! ჩვენ დავადასტურეთ აშშ-საქართველოს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის მისიასა და გლობალურ უსაფრთხოებაში“, - წერს მაიკ პენსი „ტვიტერზე“.