ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა, თუმცა კონსულტაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართა.

„პრინციპული დაპირისპირება არ გამოიკვეთა არანაირი, მაგრამ ჩვენ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ვადები რჩება ძალაში და 7 ივნისისთვის ჩვენ გვექნება შეჯერებული ვარიანტი. ძალიან ბევრი პოზიცია დაახლოვდა, მაგრამ მსჯელობა გაგრძელდება. აუცილებელი იქნება შეთანხმება დეტალებზე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი.
"გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. თუ საჭიროება დადგა, შიდა კენჭისყრა ჩატარდება. რეალურად, ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზოიძემ.